11 X 11
სპორტული პორტალი

ჰამზატ ჩიმაევი ჰყვება, თუ როგორ დაამარცხებს ადესანიასა და უსმანს

0

ჩეჩენი მებრძოლი, რომელიც UFC-ში შვედეთის სახელით გამოდის, უკვე უზარმაზარ ყურადღებას იპყრობს და მეგა ვარსკვლავობისთვის დიდ ნაბიჯებს დგამს. ჰამზატი ორ წონაში: ნახევრადსაშუალოსა და საშუალოში აპირებს ჩემპიონობას.

“რა თქმა უნდა, მე ორივე წონაში ვაპირებ გავხდე ჩემპიონი. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ. თუ გულმოდგინეთ ვივარჯიშებ, ჩემთვის პრობლემა ვერავინ გახდება. ორივეს შევაჩერებ, უსმანსაც და ადესანიასაც.”

შეგახსენებთ, კვირას, 20 სექტემბერს ჩიმაევმა ჯერალდ მირშარტი 17 წამში დაანოკაუტა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო