11 X 11
სპორტული პორტალი

ქართველი ლეგიონერების შაბათ-კვირა: გოლები, ბევრი მარცხი, ბევრი უთამაშებლობა [VIDEO]

0

რუსეთი

ტულის “არსენალმა” “სოჭის” სახლში 3:2 მოუგო. გია გრიგალავა სათადარიგოთა შორის იყოს.

“უფა” ცსკა-სთან საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით დამარცხდა . მასპინძელთა შორის ჯიმი ტაბიძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ნიკა გიორგობიანი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. კონსტანტინ მარადიშვილი ცსკა-ს ძირითად შემადგელობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზანის “რუბინი” საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა. ხვიჩას რამდენიმე კარგი დრიბლინგი ჰქონდა და ერთერთ ეპიზოდში მის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო “სპარტაკის” მცველი გააგდეს.

 

გერმანია

აკაკი გოგიას “უნიონ ბერლინმა” ბუნდელისგის მატჩში სახლში “აუგსბურგთან” 1:3 წააგო. ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ ყოფილა.

მესამე ლიგაში კი ლუკა ჰუფნაგელის “უნტერახინგი” გასვლაზე “ცვისკაუსთან” 1:2 დამარცხდა. ლუკამ შეხვედრა სრულად ჩაატარა.

საფრანგეთი

31 წლის მარცხენა მცველი ამირან სანაია ლიგა 2-ის “როდესის” გასვლით შეხვედრაში “სოშოსთან” განაცხადში ვერ მოხვდა. ქართველი ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის.

ესპანეთი

სეგუნდა დივიზიონში გიორგი მაკარიძის “ალმერიასა” და გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსას” შეხვედრა გადაიდო.

გიორგი აბურჯანიამ კი “რეალ ოვიედოსთან” კონტრაქტი ოფიციალურ სულ ახლახანს გააფორმა.

კვიპროსი

ფამაგუსტას “ანორთოსისი” საკუთარ მოედანზე “აპოლონთან” 1:3 დამარცხდა. გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს. თრნიკე ოქრიაშვილმა კი გოლი გაიტანა.

თურქეთი

ლევან შენგელიას “ქონიასათვის” მიმდინარე სეზონის სუპერლიგის პირველი შეხვედრა “გენჩლერთან” უგოლო ფრეთი დასრულდა. ქართველმა 87 წუთი ითამაშა.

“კარაგიუმრუკის” რიგებში 61 წუთი დაჰყო მოედანზე ვატო არველაძემ. მისი გუნდი 95-ე წუთზე გატანილი გოლით “გაზიანთეფთან” წაგებას გადაუჩა – 2:2.

საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯიუ” კი ამ ტურში ისვენებდა.

პორტუგალია

გიორგი არაბიძის “ნასიონალმა” პრიმიერა ლიგა საშინაო არენაზე “ბოავისთასთან” უხვგოლიანი ფრეთი გახსნა – 3:3. ქართველი შემტევი მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა.

საბერძნეთი

პაოკმა საკუთარ მოედანზე “ატრომიტოსთან” ფრედ, 1:1 ითამაშა. ნიკა ნინუა მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.

გუგა ფალავანდიშვილის “ლამია” შინაურ კედლებში ოფისთან დამარცხდა. ქართველმა ბოლო 15 წუთი ითმაშა.

ბელგია

“გენტმა” გასვლაზე “მუსკრონი” 1:0 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტეძე განაცხადში არ იყო.

ლუკა ზარანდიას “ცულტე ვარეგემი” შინ “ბრიუგესთან” 0:6 განადგურდა. ჩაკვეს მსგავსად განაცხადში არ ზარანდია გახლდათ.

მეორე ლიგაში გიორგი მიქაუტაძის “სერანი” გასვლზე “უნიონთან” დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა სეზონში მე-6 გოლი გაიტანა.

ავსტრია

გრაცის “შტურმმა” სახლში ვენის “რაპიდთან” ფრედ 1:1 ითამაშა. ოთარ კიტეიშვილმა მოედანზე 73 წუთი გაატარა.

“ვოლფსბერგერმა” გასვლაზე “ჰარტბერგს” 2:0 მოუგო. ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრა გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა, გურამ გიორბელიძე კი ტრავმას იშუშებს.

ბელარუსი

სილოგორსკის “შახტიორმა” გასვლაზე “სლავიასთან” წააგო. არც გეგა დიასამიძე და არც ლაშა შინდაგორიძე მეშახტეთა განაცხადში არ იყვნენ.

გროდნოს “ნემანმა” შინ “მინსკს” 2:0 მოუგო. გიორგი ქანთარია მასპინძელთა შორის მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა.

ბელარუსის პრემიერლიგის ცხრილში “შახტიორი” მეორეა, “ნემანი” მესამე.

აზერბაიჯანი

“ზირამ” საკუთად მოედანზე 0:2 წააგო “საბაჰთან”. მასპინძელთა რიგებში დავით ვოლკოვი შეუცვლელი იყო.

“ქაბალამ” შინაურ კედლებში უგოლო ფრეთი დაასრულა მატჩი “კესლასთან”. მერაბ გიგაურმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

ჩეხეთი

ვახტანგ ჭანტურიშვილის “ზლინმა” გასვლაზე პრაღის “სპარტასთან” 1:3 წააგო. ქართველმა ნახევარმცველი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

ფინეთი

კაკონენ (რანგით მეორე) ლიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის კტპ-მ შინ “გნისტანი” 4:0 დაამარცხა. ქართველმა 73 წუთი ითამაშა.

უნგრეთი

თასის გათამაშებაში ლაშა დვალის “ფერენცვაროშიმ” 6:1 მოიგო, ბუდუ ზივზივაძის “ფერჰერვარმა” 5:0, განაცხადში არცერთი ქართველი არ ყოფილა.

ყაზახეთი

ელგუჯა ლობჯანიძის “კაისარმა” საკუთარ მოედანზე კახა ცხადაძის გაწვრთნილ “ორდაბასის” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ელგუჯამ კი მოედანზე 66 წუთი გაატარა.

გამოტოვებული ტურის შეხვედრაში კი 3 დღით ადრე “ორდაბასიმ” ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის გასლვაზე “ტობოლს” 4:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

ლატვია

თამაზ პერტიას გაწვრთნილი “ვალმიერი” ჩემპიონ “რიგასთან” გასვლზე 0:1 დამარცხდა. სტუმართა რიგებში სრული მატჩი ჩაატარა ლუკა სილაგაძემ.

მეორეადგილოსან “რიგასთან” ფრედ 1:1 ითამაშა “ვენსპილსმა”. სტუმართა ქართული ლეგიონიდან ძირითად შემადგენლობაში ბექა ვარშანიძე და გიორგი მჭედლიშვილი იყვნენ. გიორგი ერისთავს მწვრთნელმა მხოლოდ 7 წუთი დაუთმო, გიორგი რეხვიაშვილმა კი მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

პოლონეთი

პლოცკის “ვისლამ” გასვლაზე კრაკოვის “ვილას” 3:0 მოუგო. გიორგი მერებაშვილი სტუმართა სათადარიგო სკამზე დარჩა.

ვარშავის “ლეგიამ” სახლში “გურნიკთან” 1:3 წააგო. ვაკო გვილია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.

“ლეხში” დებიუტი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, რომელმაც “ვარტასთან” გამართლ პოზნანურ დერბიში 15 წუთი ითამაშა. “ლეხმა” მატჩი 1:0 მოიგო.

შვედეთი

ტრავმირებული გიორგი ხარაიშვილის გარეშე “გეტებორგი” შინა “კალმართან” 1:2 დამარცხდა.

შვეიცარია

ოთარ კაკაბაძის “ლუცერნმა” გასვლაზე “ლუგანოსთან” 1:2 წააგო. ქართველი მცველი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა.

უკრაინა

კიევის “დინამომ” გია ცეცაძის გაწვრთნილი “ლვოვი” 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა შორის გიორგი წიტაიშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა.

დონეცკის “შახტარი” გასვლაზე “ზორიას” დაუზავდა – 2:2. დათო ხოჭოლავა განაცხადში არ ყოფილა.

დონეცკის “ოლიმპიკმა” შინ “მინაის” 3:0 მოუგო. თემურ ჩოგაძე მასპინძელთა შორის მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

“ინჰულეცმა” საკუთარ მოედანზე “დესნასთან” ფრედ, 1:1 ითამაშა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ულამაზესი დარტყმით ნიკა სიჭინავამ გაიტანა.

აშშ

MLS-ის მორიგ ტურში განადგურდა “სან ხოსე ერსქვეიქსი”, ამჟამად კალიფორნიელებმა “პორტლენდთან” შინ 1:6 წააგეს. ვაკო ყაზაიშვილმა მწვრთნელმა 64-ე წუთზე შეუშვა, გურამ კაშია კი ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო