11 X 11
სპორტული პორტალი

მესის მიმართვა ვიდალისადმი

0

“ბარსელონას” კაპიტანმა ლეო მესიმ გულითადი საჯარო მიმართვა გაუგზავნა აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელს, “ინტერში” გადასასვლელად გამზადებულ ჩილელ ნახევარმცველს არტურო ვიდალს.

“პირველად მაშინ გაგიცანი, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ეგრევე მივხვდი რომ ფენომენალური ფეხბურთელი ხარ .შემდეგ ისე მოხდა, რომ “ბარსელონაში” გადმოხვედი და წილად მხვდა ბედნიერება ახლოს, უკვე პირადად გამეცანი. შენი “ბარსაში” ყოფნის ორი წლის მანძილზე ყოველთვის მაოცებდი დიდი საბრძოლო ჟინით და თავდადებით. არტურო ძალიან დაგვაკლდები, ჩვენი გასახდელი უშენოდ მოიწყენს. გისურვებ დიდ წარმატებებს ახალ გუნდში და ვიცი ჩვენი გზები სადღაც ისევ გადაიკვეთება”, – წერს მესი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო