11 X 11
სპორტული პორტალი

პირლომ იცის იდეებს რა უყოს?!

0
“სამპდორიასთან” 3:0-ზე გამარჯვების შემდეგ “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ დადებითად შეაფასა თავისი გუნდის თამაში, თუმცა გულისწყვეტა იმის გამო გამოთქვა, რომ დიდი უპირატესობის მიუხედავად პირველ ტაიმში ერთ გოლზე მეტი ვერ გაიტანეს. მეორეში კი მომენტების რეალიზაცია მოიკოჭლებდა, მაგრამ გასატანის ნახევარი მაინც გავიტანეთო. რაც შეეხება თამაშის სტილსა და სტრატეგია-ტაქტიკას, პირლომ ამაყად თქვა, რომ ის არავის სტილის გამეორებას არ აპირებს, თავისი ხედვა აქვს და საკუთარი იდეების რეალიზაციას შეეცდება, ტაქტიკურ მონახაზს კი მის ხელთ არსებული კონტიგენტის მიხედვით განსაზღვრას, ხოლო სტრატეგია ისაა, რომ მთელი სეზონის მანძილზე ძალები ისე უნდა გადაანაწილონ, რომ გუნდი ფორმის პიკზე მარტ-აპრილში გავიდეს და ყველა ტურნირზე პირველობისათვის ბრძოლა შეძლონ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო