11 X 11
სპორტული პორტალი

რაკიტიჩი მესისთან და სუარესთან არ მეგობრობდა

0

“ბარსელონადან” სევილიაში” დაბრუნებულმა ივან რაკიტიჩმა აღარ დამალა, რომ ლეო მესისთან და ლუის სუარესთან არ მეგობრობდა. ბლაუგრანაში ყველაზე ახლოს ინიესტასთან, ტერ შტეგენთან, ბოატენგთან და ფირპოსთან ყოფილა. გუნდში, სადაც 23-25 ფეხბურთელი ირიცხება, ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება ვერ გექნება, ეს შეუძლებელიაო.

“ბარსაში” გატარებული ექვსი წლის მანძილზე, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ძალიან კარგი იყო, მე, ლეო და ლუისი დიდ პატივს ვცემდით ერთმანეთს, არასოდეს არავითარი წინააღმდეგობა  არ გვქონია და ამას გუნდისათვის კარგი შედეგი მოჰქონდა. მე ამისათვის მათი დიდი მადლობელი ვარ”, – დაასრულა აღიარება ხორვატმა ნახევარმცველმა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო