11 X 11
სპორტული პორტალი

რეალის უსახური სტარტი ლა ლიგაზე

0

პრიმერაზე ამ სეზონში პირველი მატჩი “რეალმა” უფერულად ჩაატარა – “სოსიედადს” უგოლოდ დაუზავდა.

ჩემპიონმა ვერაფრით დაჯაბნა მეტოქე და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

2015 წელს შეძენილმა მარტინ ედეგორმა “რეალის” ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ნორვეგიელი გასულ სეზონში სწორედ “სოსიედადში” იყო განათხოვრებული.

სან-სებასტიანურ გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა “მანჩესტერ სიტიდან” გადასულმა 34 წლის ნახევარმცველმა დავიდ სილვამ, რომელიც 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

“სამეფო გუნდი” 26 სექტემბერს სტუმრად “ბეტისს” შეხვდება და ვნახოთ, შეძლებს თუ არა უკეთ თამაშს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო