11 X 11
სპორტული პორტალი

სპორტინგის სკოლა კრიშტიანოს სახელობისაა

0
ლისაბონის “სპორტინგის” საფეხბურთო აკადემიას მისი ყველაზე სახელოვანი აღზრდილის კრიშტიანო რონალდოს სახელი მიენიჭა. კრიშტი მადეირიდან 1997 წელს, 12 წლის ასაკში ჩავიდა ლისაბონში, ჩაირიცხა “სპორტინგის” საფეხბურთო სკოლაში და უკვე 2002 წლის 14 აგვისტოს, 17 წლისამ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში მილანში, იქაური “ინტერის” წინააღმდეგ.როგორც კი პანდემია უკან დაიხევს და გაჩნდება ამის შესაძლებლობა, ლისაბონური კლუბის შეფები აკადემიის სახელდებას თუ გადანათვლას დიდი საზეიმო ცერემონიალით აპირებენ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო