სუარესს სხვაგვარად არ ძალუძს
გავრცელდა ცნობა თითქოს ლუის სუარესი დათანხმდა კონტრაქტის გაწყვეტის საფასურად “ბარსელონასგან” 7 მილიონი ევრო მიიღოს. ცოტა ხნის შემდეგ კი ეს უარყოფილი იქნა, ურუგვაელი თავდამსხმელი დამატებით კიდევ 7 მილიონს ითხოვს წლიური ხელფასის ანგარიშშიო.
საქმე ისაა, რომ სუარესი თანახმაა “ატლეტიკოში” გადავიდეს და წლიურად 9 მილიონს მიიღებს და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ როხიბლანკო დიეგო კოშტას გაყიდის. ეს საქმე კი ჯანჯლდება და ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა, ლუის ბატონი თავისაზე დგას და სხვაგვარად არ ძალუძს.