11 X 11
სპორტული პორტალი

ვან დეიკს აკრიტიკებენ

0
მას შემდეგ რაც ინგლისელმა სტატისტიკოსებმა დაუთვალეს და ქვეყანას მოსდეს, რომ “ლივერპულის” ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში იმაზე მეტი შეცდომა (იგულისხმება რომელსაც გოლი მოჰყვა) დაუშვა, ვიდრე მანამდე ჩატარებულ 154 მატჩში, მერსისაიდელთა დაცვის ბურჯის კრიტიკას არც მისი თანამემამულე, “აიაქსისა” და ჰოლანდიის (მაშინ ასეც ერქვა და ასე მოიხსენიებდნენ) ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვიმ კიფტი დაერიდა: “თუ დააკვირდით ვან დეიკი ძალიან უფანტაზიოდ და ზანტად ირჯება. მოედანზე აშკარად გამოხატავს სხვებისადმი უპატივცემულობას. ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ შესამჩნევია, რომ ხშირად თავს არიდებს ისეთ ორთაბრძოლებს, სადაც მისი დაჯაბნის დიდი შანსია. მას დიდი დრო დასჭირდა რათა საერთაშორისო დონეზე ყველასათვის ცნობადი გამხდარიყო, ამან გააამაყა და ეს დიდწილად მისი გარემოცვის ბრალიცაა. ვურჩევ მის თანაგუნდელებს მოუწოდენ მას თვითკრიტიკისაკენ და ამას არც თავად დაერიდონ. ეს უკეთესი იქნება როგორც ვან დეიკის, ისე მთლიანად “ლივერპულისათვის.”
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო