11 X 11
სპორტული პორტალი

არანაირი მორალი: ვიდალი ინტერის ფეხბურთელია…

0

უკვე ოფიციალურად, ვიდალი ინტერში გადავიდა. ჩილელი გუნდებს ისედაც ხელთამანებივით იცვლიდა, თუმცა პირველად მოხდა, რომ მტრის ბანაკში გადაბარგდა. მოგეხსენებათ, არტურო იუვენტუსში თამაშობდა, “დერბი იტალია” ვიცით რა მნიშვნელობისაც არის და, ალბათ, “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივრებს მისი ტოროში გადაბარგება გულს ნაკლებად დასწყვეტდათ, ვიდრე ეს ნერაძურიში ტრანსფერმა გამოიწვია.

ვიდალის ბარსელონადან წასვლა კუმანის გეგმის ნაწილია, ნიდერლანდელი მოვიდა და რამდენიმე ფეხბურთელზე თქვა, რომ აღარ სჭირდება. ისე, წინა სეზონში, მესისთან ერთად, ბარსაში ვინმე რამეს თუ აკეთებდა, ეს ვიდალი და სუარესი იყვნენ. არგენტინელს ვინ შეეხებოდა, ჯოხი კი, სემედოსთან და რაკიტიჩტან ერთად, სწორედ ამ ორზე გადატყდა…

რა თქმა უნდა, ყველაფერი უფასოდ, შეთანხმებით მოხდა…

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო