11 X 11
სპორტული პორტალი

ჩემპიონები ერთად – ჰამილტონს სერენა ამეცადინებს…

0
მსოფლიოს ექვს გზის ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი ფორმულა ერთის გარდა სხვა სპორტითაცაა დაკავებული. თურმე, ბრიტანელი მრბოლელი თავისუფალ დროს მამამისს ჩოგბურთს ეთამაშება. ამ ფრონტზე პრობლემები აქვს, მამასთან თამაში სულ უფრო და უფრო უჭირს, დახმარებისთვის კი 23 გზის დიდი სლემის ჩემპიონს – სერენა უილიამსს მიმართავს “როცა კი დრო მაქვს, მამაჩემს ჩოგბურთს ვეთამაშები. ჯერ კიდევ დაუმარცხებელი ვარ, მაგრამ ის უმატებს, როდის მომიგებს უკვე დროის საკითხია. გაკვეთილები მჭირდება, სერენას უნდა დავურეკო.” – დაწერა ჰამილტონმა სერენას პასუხმაც არ დააყოვნა: “არ ინერვიულო, შენთან ვარ” “მადლობა, მამაჩემს ჩემი დამარცხების უფლება არ უნდა მივცე” გადაიღონ, მაყურებლები არ დააკლდებათ…    
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო