11 X 11
სპორტული პორტალი

ამ ალიმ კრიშტიანო იმ ალში ვერ გახვია

0 91

კრიშტიანო რონალდო კარიერის დასაწყისიდან თავის პირად ცხოვრებას კარგა ხანს ასაიდუმლოებდა, თუმცა მას შემდეგ რაც რუს-თათარ მოდელს ირინა შეიკს (შახისლამოვას) დაუახლოვდა და ერთად ცხოვრება დაიწყეს, საზოგადოებაში გამოჩენას არათუ არ ერიდებოდნენ, პიარის ნაწილად აქციეს და რამდენიმე წლის წინათ თბილისშიც, არცთუ უანგაროდ, გვეახლნენ.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, კრიშტი ახლა ცოლ-შვილიანი კაცია, ჯორჯინა როდრიგესზეა დაქორწინებული, ეტყობა ცოტა დაცხრა კიდეც, მაგრამ ძველი „ერთი ღამის ისტორიების“ პარტნიორები ხანდახან მაინც ახსენებენ თავს. ამათგან ზოგი სკანდალურია, უმეტესობა კი მასთან გატარებულ წუთებს თუ საათებს კმაყოფილებით და სიამაყითაც იხსენებს.

ასეთია ამერიკაში, სიეტლში დაბადებული და გაზრდილი, შემდეგ მექსიკასა და ესპანეთში  გადაბარგებული ტელე და რადიოწამყვანი, მოდელი და მომღერალი, ამჟამად 29 წლის  ალისონ (ალი) რეი ეკმანი. ამ მშვენიერ მდედრსაც ჰქონია ხანმოკლე რომანი რონალდოსთან და ამ დიდებულ ფეხბურთელს დიდებულ სექს-პარტნიორადაც თვლის, თუმცა არ ამხელს რატომ უფრო ხანგრძლივი არ გამოდგა მათი ურთიერთობა.

რას ვიზამთ? გალაკტიონის პერიფრაზით დავასრულოთ – დარჩეთ ეს საიდუმლო, როგორც თავად ენებოთ.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო