11 X 11
სპორტული პორტალი

ბაჩანა არაბული საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის

0

in2sports.gr-ის ცნობით, თავდამსხმელი ბაჩანა არაბული კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის გუნდ “ლამიაში” განაგრძობს.

არაბული გასულ სეზონში “პანიონიოსში” ასპარეზობდა, თავი კარგად წარმოაჩინა, “ლამიას” კი თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს და სწორედ ქართველი ფორვარდით გადაწყვიტა გაძლიერება.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ბაჩანა უკვე ქალაქშია და კლუბთან ხელშეკრულებას მალე გააფორმებს. მასთან ერთად გუნდში ახლახან ლატვიის “ვენტსპილსიდან” გადასული ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი ითამაშებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო