ბარახა პაპუნაშვილს სარაგოსაში შანსს მისცემს
ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე “სარაგოსაში” დარჩება, – იტყობინება As-ი.
მწვრთნელმა რუბენ ბარახამ პაპუ სამ ამხანაგურ მატჩებში ათამაშა და კლუბის სპორტულ დირექტორ ლალო არანტეგისთან ერთად მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგის ბელგიური, კვიპროსული, ბერძნული, რუსული და ნიდერლანდური კლუბები იწვევდნენ.