11 X 11
სპორტული პორტალი

ბეილის აგენტმა რეალს წაკბინა

0
გარეტ ბეილის პირადმა აგენტმა ჯონათან ბარნეტმა იმედი გამოთქვა, რომ “ტოტენჰემში” ერთწლიანი არენდით დაბრუნებული მისი კლიენტი ინგლისში ძველებურ დონეზე ათამაშდება, წარმატებული სეზონი ექნება და თავად და კლუბიც მის დარჩენას მოისურვებს. ასეთ შემთხვევაში ბარნეტს დიდ პრობლემად არ მიაჩნია მადრიდის “რეალთან” შეთანხმების მიღწევა, რომელსაც  ბეილის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის. “გარეტმა “რეალში” უდიდეს გამარჯვებებს მიაღწია და მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ამ დიდი კლუბის ისტორიაში. თუმცა მიმაჩნია, რომ მას, დიდი დამსახურებების მიუხედავად, “რეალში” სათანადოდ არ ეპყრობოდნენ. კონკრეტულად არავის ვადანაშაულებ, მაგრამ გულშემატკივრები ბეილს საზიზღრად ეპყრობოდნენ, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს მხარდაჭერა არ გამოუცხადა”, – დაასრულა ბარნეტმა.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო