11 X 11
სპორტული პორტალი

დანი ალვეშს ბრაზილიაში თამაში მობეზრდა და ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა

September 5, 2019, Miami Gardens, FL, USA: Brazil national soccer team defender Dani Alves during practice on Thursday, Sept. 5, 2019, at Hard Rock Stadium in Miami Gardens, Fla., in preparation for international friendly against Colombia on Friday. (Credit Image: © TNS via ZUMA Wire)
0

ბრიტანული საიტი goal.com გვატყობინებს, რომ “სან პაულუს” 37 წლის მცველ დანი ალვეშს ბრაზილიაში ყოფნა მობეზრდა და კარიერის ევროპულ კლუბში გაგრძელებას აპირებს.

ბრიტანელები გვეუბნებიან, რომ “ბარსას” ყოფილ ფეხბურთელს სამშობლოდან წამოსვლა დაბრუნებიდან 13 თვეში სწადია. ალვეში ფეხბურთთან კავშირის არმქონე ფაქტორებით არის განაწყენებული და სამშობლოში თამაშზეც გული აიცრუა. არადა მიმდინარე სეზონში უკვე 5 თამაშის ჩატარება მოასწრო და 1 გოლიც გაიტანა.

დანი “სან პაულუს” 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და ფანებმა ისეთი დახვედრა მოუწყეს, ჩილეში ჩასულ დიქტატორ პინოჩეტს რომ შეშურდებოდა. ბრაზილიელი მცველი კარიერის მანძილზე “ბაიას”, “სევილიას”, “ბარსელონას”, “იუვენტუსის”, პსჟ-სა და “სან პაულუს” მაისურით გამოდიოდა. ალვეშს 40 ტიტული აქვს მოგებული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხვჯილდოიანი მოთამაშე გახლავთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო