11 X 11
სპორტული პორტალი

ეს საინტერესოა – კავანი და სუარესი ატლეტიკოში ერთად ითამაშებენ?

0 83

“ბარსელონადან” გუდა-ნაბად აყრილი 33 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი რომ მალე “ატლეტიკოში” გააგრძელებს კარიერას, ამის შესახებ უვე ჩაგაყენეთ საქმის კურსსი, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ამავე გუნდში მისი თანამემამულე, ასევე 33 წლის ედინსონ კავანი გადავიდეს.

პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში მადრიდული კლუბის წარმომადგენლები კავანის ძმას შეხვდნენ, რომელიც შეთავსებით მისი აგენტიცაა. მოკლედ, ისევე როგორც სუარესს, “ატლეტიკო” კავანისაც ორსეზონიან კონტრაქტს სთავაზობს და არაა გამორიცხული, მალე ურუგვაულმა ტანდემმა ლა ლიგაზე ერთად ითამაშოს.

პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული კავანი ამჟამად უგუნდოდაა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო