11 X 11
სპორტული პორტალი

გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებენ – ქეცბაიამ კომენტარი არ გააკეთა [VIDEO]

0 27, 779

კვიპრისის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ გიორგი ლორიას საკითხზე მოკვლევა დაიწყო, რისი მიზეზიც ადგილობრივ მედიაში “ანორთოსისისა” და “აპოლონის” შეხვედრიდან გავრცელებული კადრებია.

ვიდეომ კვიპროსელი ქომაგები მოიარა. საქმე ეხება პენალტის ეპიზოდს, როცა “აპოლონმა” პირველ ტაიმში წონასწორობა აღადგინა. ბენშოპის დარტყმის წინ ლორიამ თავი მარცხნივ გააქნია, მეტოქემ სწორედ იქით დაარტყა და გოლიც გავიდა.

ლორიას თავის მოძრაობას ნიშნის მიცემაში უთვლიან და თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებენ. ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა და ამან ადგილობრივ მედიასა და გულშემატკივრებს მეტი სალაპარაკო მისცა.

 

ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ ლორიამ თავის მოძრაობა განზრახ გააკეთა, ნიშნის მიცემა ხომ გაცილებით ადვილად შეიძლებოდა… თან პენალტის გაშვებამდე ისეთი ბურთი მოიგერია, კაცს თუ თამაში გაყიდული აქვს, იმას აიღებს და მერე ყველას თვალწინ ანიშნებს მეტოქეს?!

ეთიკის კომისიის ხელმძღვანელმა ანდრეას პაპახარალამბუსმა განაცხადა, რომ მოკვლევა მალე ჩატარდება, პოლიციისთვის მიმართვას კი არ ჩქარობენ.

შეხვედრა კი “აპოლონის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. “ანორთოსისის” მხირდან ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო