11 X 11
სპორტული პორტალი

გრანადას მწვრთნელი: თბილისის ლოკომოტივთან კარგი თამაში იქნება

0 44

24 სექტემბერს თბილისის “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად იმ “გრანადას” დაუპირისპირდება, რომელმაც სეზონის სტარტზე ლა ლიგაზე ორივე მატჩი მოიგო და გალიდერდა. მომავალი შეხვედრის წინ კლუბის საიტს “გრანადას” მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა შემდეგი განუცხადა:

“ჩემი გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. რთული კვირა მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ. “ალავესთან” პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მეორე ტაიმში შეცდომები დავუშვით.  მეკარე რუი სილვამ ორჯერ გადაგვარჩინა. ფეხბურთი შეცდომებისგან შედგება.

 

“გრანადა” მოკრძალებული და მშრომელი გუნდია, მუდამ ბოლომდე იხარჯება.
ახლა ევროპა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. გულშემატკივრები თამაშის სახლებში საყურებლად მოემზადონ. იქიდან უნდა დაგმუხტონ ენერგიით. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. “კარმენესზე” პირველად ვატარებთ ასეთ მატჩს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, ვინაიდან ძალიან საინტერესო თამაში გველის”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო