11 X 11
სპორტული პორტალი

იტალიაში მსაჯი მოკლეს

0 15

ლეჩეში, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს 33 წლის იტალიელი მსაჯი დანიელე დე სანკტისი და მისი 30 წლის მეგობარი ქალი. დე სანკტისი სერია B-სა C-ს მატჩებს უძღვებოდა. პოლიციამ მსაჯი ოთახში, ხოლო ქალი პირველი სართულის კიბეებზე იპოვა. ორივეს დანით უამრავი ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული.

მეზობლები ყვებიან, რომ დე სანკტისის სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა შემოესმათ, ცოტა ხნის შემდეგ კი დაინახეს მამაკაცი, რომელიც სახლიდან გამოვარდა და გაიქცა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო