11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანი საწადელს ისრულებს – აარონსს ყიდულობს

0

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს შარშან უნახავს “ნორვიჩის” 20 წლის მცველის მაქს აარონსის თამაში, მაშინვე შეუქია ახალგაზრდა ყმაწვილი და ახლა დაცვის გასაძლიერებლად მის საყიდლად დატრიალებულა.

აარონსს “ნორვიჩთან 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი დადებული, ფასიც მაღალია – 20 მილიონი ევრო, პლუს 10 მილიონი ბონუსებად. კატალონიელებს მისი ერთწლიანი არენდა სავალდებულო გამოსყიდვის გარეშე შეუთავაზებიათ, რაზეც ინგლისელები არ წასულან, მაგრამ საქმე ისე მიდის თურმე,რომ შეთანხმება აუცილებლად შედგება.

თავად ფეხბურთელი ისე აჟიტირებულია “ბარსელონაში” გადასვლის შესაძლებლობით, რომ 5-წლიანი პირადი კონტრაქტი უპრობლემოდ შეუთანხმებია .

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო