11 X 11
სპორტული პორტალი

ანჩელოტი: მე ხომ შენი მეზობლობაც მეყოფა?!

0

“ევერტონის” იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ასე გამოეხმაურა მისი ყოფილი შეგირდის ტიაგო ალკანტარას მიუნხენის “ბაიერნიდან” “ლივერპულში” გადასვლას.

“გულმოკლული ვარ. კარიერის მანძილზე რამდენიმე დიდი ფეხბურთელი გამიწვრთნია და მათ შორის ტიაგოცაა. ის არა მარტო მაგარი მოთამაშე, არამედ შესანიშნავი პიროვნებაცაა. სწორედ ამიტომაც ჩამწყდა გული, რომ მან “წითლები” აირჩია და არა “ლურჯები” (იგულისხმება “ლივერპულის” და თანაქალაქელი “ევერტონის” ფერები). თეთრი შურით მშურს ჩემი მეგობრის იურგენ კლოპისა, მაგრამ რაღას ვიზამ, ბედს უნდა შევეგუო. ერთადერთი ხეირი ამ ტრანსფერიდან ჩემთვის ისღაა, რომ ტიაგო და მისი ოჯახი ჩემი მეზობლები იქნებიან”, – იხუმრა მუდამ სერიოზულმა კარლიტომ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო