11 X 11
სპორტული პორტალი

მოულოდნელი ამბავი: ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა – ნუთუ ხვალ ითამაშებს?

Gent's Giorgi Chakvetadze pictured in action during a training of Belgian soccer club KAA Gent, Tuesday 22 September 2020, in Gent. Tomorrow Gent will meet Ukrainian club Dynamo Kyiv in the play-offs of the UEFA Champions League. BELGA PHOTO JASPER JACOBS (Photo by JASPER JACOBS/BELGA MAG/AFP via Getty Images)
0
გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” ხვალ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში კიევის “დინამოს” უმასპინძლებს. ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა იმაზე ადრე მოირჩინა, ვიდრე ნავარაუდევი იყო და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. მართალია, ის წინასამატჩო განაცხადში არ არის, თუმცა თუ თავი უკეთ იგრძნო, შესაძლოა, საბოლოო განაცხადში შეიყვანონ. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა უკრაინის დედაქალაქში 29 სექტემბერს გაიმართება და გიორგიმ ხვალ თუ არ ითამაშა, კიევურ მატჩში უეჭველი მიიღებს მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო