პროკურატურამ პსჟ-ს პრეზიდენტისთვის 28-თვიანი პატიმრობა მოითხოვა
შვეიცარიაში მიმდინარეობს გამოძიება ფიფას ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული საქმიანობის შესახებ. ახლა ცნობილი გახდა, რომ იქაურმა პროკურატურამ პსჟ-ს პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფისათვის 28-თვიანი, ხოლო ფიფას ყოფილი გენერალური მდივნის ჟერომ ვალკესათვის 3-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. პსჟ-ს პრეზიდენტისათვის შესაძლებელია პატიმრობის ნაწილი პირობითით შეიცვალოს.
ალ-ხელაიფს, რომელიც კატარულ სატელევიზიო ჯგუფს წარმოადგენდა, ბრალი ქრთამის მიცემაში, ხოლო ვალკეს აღებაში ედებათ. როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება სასამართლო პროცესი, ერთმა უფალმა უწყის.