11 X 11
სპორტული პორტალი

4 ცვლილება, რომელმაც ფეხბურთის ისტორია შეცვალა… [VIDEO]

0
თუ ეს თამაშები ნანახი გაქვს, ის ცვლილებები არ დაგავიწყდება, რომლებმაც ისტორია შეცვალეს. თითქოს, ერთ გუნდს უნდა მოეგო, ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ მოედანზე ეს 4 ფეხბურთელი გამოჩნდა ვეინალდუმი – ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი; ლივერპული. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, კამპ ნოუზე, ლივერპულმა 0:3 წააგო. წითლების შემდეგ ეტაპზე გასვლა თითქმის აღარავის სჯეროდა. ენფილდზე, პირველი ტაიმის შემდეგ, ლივერპული 1:0-ს იგებდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრებამდე 2 გოლი, მოგებამდე კი – 3 გოლი აკლდათ. მეორე ტაიმის სტარტზე მინდორზე ვეინალდუმი გამოჩნდა, რომელმაც, 2 წუთის ინტერვალში, ორი ულამაზესი გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, ლივერმა 4:0 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ტოტენჰემი უშანსოდ დაამრცხა და თასი მოიგო.   ბეილი – 2018 წელი, ჩემპიონთა ლიგა; ფინალი; რეალი.  ზიდანს და ბეილს უკვე კონფლიქტი ჰქონდათ. უელსელს არ მოსწონდა, რომ მნიშვნელოვან თამაშებს ძირითადში არ იწყებდა. დაძაბულობის მიუხედავად, 61-ე წუთზე გაკეთებულმა ცვლილებამ ისტორია შეცვალა – 1:1-ზე ლივერპულს უელსელმა ორი გოლი გაუტანა, თანაც აქედან ერთი როგორი? – ულამაზესი მაკრატელა. ბეილმა დაამტკიცა, რომ მისი სტიქია დიდი მატჩებია. ბლანკოსმა კი ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მე-3-დ მოიგო. ედერი – 2016 წელი; ევროპის ჩემპიონატი; ფინალი პორტუგალიის ნაკრები საფრანგეთთან აშკარა აუტსაიდერად განიხილებოდა, მას შემდეგ მეტად ჩამოწერეს, რაც რონალდუმ ტრავმა მიიღო და 25-ე წუთზე შეცვალეს. 79-ე წუთზე მოედანზე მატჩის გმირი – ედერი შევიდა. მისი კარიერა მანამდე და შემდეგ დასამახსოვრებელი არ არის, მხოლოდ 109-ე წუთი, როდესაც დიდებული დარტყმით ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. პორტუგალიამ ევროპა პირველად მოიგო. ოლე გუნარ სულშერი – 1999 წელი; ჩემპიონთა ლიგა; ფინალი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნი მანჩესტერს მთელი თამაშის განმავლობაში აღემატებოდა. მანკუნიელებს არა თუ გოლი, არამედ მომენტის შექმნა უჭირდათ, საკვირველი მხოლოდ ის იყო, მიუნხენელებმა 1 გოლზე მეტის გატანა როგორ ვერ მოახერხეს. 90-ე წუთზე, გიგზის პასით შერინგემმა გაათანაბრა (ისიც ცვლილებაზე შევიდა); ერთ წუთში კი სულშერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ლიგა მანჩესტერმა ასე მოიგო…  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო