11 X 11
სპორტული პორტალი

შონ ო’მალი ისევ ვადაზე ადრე დაამარცხეს [VIDEO]

0
ამერიკელი MMA მებრძოლი შონ ო’მალი, რომელიც პროფესიონალურ კარიერაში პირველად ცოტა ხნის წინ დამარცხდა, აშშ-ში, არიზონას შტატში გამართულ ჯიუ ჯიცუს ტურნირის ფინალში ვადაზე ადრე წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
  შონმა ფინალში ყავისფერი ქამრის მფლობელ რობერტ დიგლისთან წააგო. აღსანიშნავია, რომ დიგლი ცნობილი ოსტატი ჯონ დანაჰერის შეგირდია, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ბევრ ვარსკვლავს წვრთნიდა. MMA კარიერაში კი შონ ო’მალიმ პირველი მარცხი UFC 252-ის ივენთზე განიცადა, როცა პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მარლონ ვერესთან წააგო. ისიც მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა “მანქანამ” ამერიკელი მებრძოლი რამდენჯერმე გამოიწვია, თუმცა დუელი ჯერ არ შემდგარა. ო’მალიმ ასე თუ გააგრძელა, მერაბს მასთან ჩხუბის სურვილს დაუკარგავს…
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო