11 X 11
სპორტული პორტალი

სერხიო რამოსის ცოლი კაბამ კინაღამ შეიწირა

0
მადრიდის „რეალის“ ცენტრალური მცველის სერხიო რამოსის ცოლი, ტელეწამყვანი პილარ რუბიო თავისი გადაცემის ჩაწერისათვის დიზაინერ ჯამბატისტა ვალის ეფექტურ, ძოწისფერ გამჭვირვალე კაბაში გამოეწყო, რომლის შიგნით შავი ბიუსტჰალტერი და ქვედა საცვალი მოუჩანდა, სახე კი თეთრი ვუალით ჰქონდა დაფარული. სცენარის მიხედვით ქარს ვუალი უნდა აეფრიალებინა. ასეც მოხდა, მაგრამ ტექნიკურ პერსონალს მეტისმეტად დაბერვა გამოუვიდა, პილარი მრავალშრიანმა ვუალმა და განათებამ დააბრმავა, კაბა ფეხებში აებლანდა და იატაკზე, სადაც გაყვანილობის მავთულები და სხვა რეკვიზიტი ელაგა, ზღართანი მოადინა და მოკლე ჩართვაც მოხდა!.. ყველას ეგონა, რომ ქალი ძლიერად დაშავდა, მაგრამ როდესაც წამოაყენეს, აღმოჩნდა სულაც არაფერი მოსვლია. დაზაფრული გადამღები ჯგუფი თავად პილარმა დაამშვიდა, ხომ გაგიგიათ სილამაზე და ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, მე კი ასე იოლად გამოვძვერიო.  
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო