11 X 11
სპორტული პორტალი

შერმადინმა და ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატი ყოჩაღად დაიწყეს

0 28

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მძიმე გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”.

გიორგის გუნდმა საკუთარ მოედანზე ოვერტაიმში 91:86 დაამარცხა “სარაგოსა”.

ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტოდან დაიწყო და 32:25 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

შერმადინმა 11-დან 6 ორქულიანი ჩაგდო, ერთი სამიანი ააცილა და ხუთივე საჯარიმო გამოიყენა.

“ტენერიფე” 23 სექტემბერს სტუმრად “ბილბაოს” დაუპირისპირდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო