11 X 11
სპორტული პორტალი

ტოჩის მე-10 ორთაბრძოლა [VIDEO]

0 17

სექტემბრის ბაშოს მეათე დღეს, ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმის შეერკინა. ქართველი, როგორც წესი, იაპონელს ამარცხებს (ურთიერთშეხვედრები 8:4), თუმცა ლევანის ტრავმაზე უკვე დავწერეთ, დაიეიშოსთან მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და მასზე ძალის დატანება უჭირს.

მიტაკეუმიმაც ისარგებლა, ან რატომ არ ისარგებლებდა!? მარტივი მიძალება, და ჩვენებური დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

ხვალ, ტოჩის მეტოქე კომუსუბი ენდო იქნება. მოგების მეტი შანსია და იქნებ, საბოლოოდ, დადებითი ბალანსიც (8 მოგება) მოაგროვოს.

ამჟამად ქართველის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 6 მარცხია…

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო