11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

უტკინი: კვარაცხელია გამოკვეთილი ტალანტი და ცეცხლოვანი ქართველია

0
03.06.21. 663×81 ბანერი
რუსეთის პრემიერლიგაზე “სპარტაკთან” 0:2 დამარცხების შემდეგ “რუბინის” ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკეს. ქართველ ლეგიონერს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვასილი უტკინი გამოექომაგა.“ჯერ ერთი, ხვიჩა გამორჩეული ტალანტია. ასეთი ტალანტების ზედმეტად შეფასება ჩვეულებრივი ამბავია. მეორე – მასზე ბევრი კარგი რამ ითქვა, სახელდობრ ლეონიდ სლუცკის მიერ.თან, როდესაც საუბარი “ლოკომოტივის” მენეჯმენტზე ჩამოვარდება, მეორე ფიგურის რანგში ყოველთვის ამოტივტივდება კვარაცხელიას გვარი. მათ ასეთი კოლექტიური “მენეჯერ-ნევროტიკი” აქვთ. ის ახალგაზრდა ბიჭია, ცეცხლოვანი ქართველი, კარგი მატჩებიც ექნება და ცუდებიც. უბრალოდ ხვიჩა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ის საფეხბურთო პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესშია”, – განაცხადა უტკინმა “ეხო მოსკვას” ეთერში.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო