11 X 11
სპორტული პორტალი

ვისი აჯობებს – კუმანისა თუ პუჩისი?

0 31

“ბარსელონაში” დანიშვნისთანავე მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა რამდენიმე ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა ურჩია. მათ შორის იყო 21 წლის, “ლა მასიას” აღზრდილი ნახევარმცველი რიკი პუჩი. კუმანის დაწუნებულმა თუ ათვალწუნებულმა თითქმის ყველა მოთამაშემ თავისი გზა ნახა, ხოლო რიკი გაჯიუტდა, არსადაც არ გადავალ, ვეცდები ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასო და ეს გუშინ თავად, პირადი აგენტისა და საკუთარი მამის თანხლებით განუცხადა ბლაუგრანას ხელმძღვანელობას.

რაღა გზა იყო? პუჩის “ბარსასთან” 2023 წლის ზაფხულამდე აქვს მოქმედი კონტრაქტი, მისი ნების საწინააღმდეგოდ ვერსადაც ვერ გაუშვებენ და ახლა საინტერესოა ვისი აჯობებს – კუმანისა თუ პუჩისი?

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო