11 X 11
სპორტული პორტალი

ხავი მარტინესი ბაიერნიდან წავიდა

0 23

ბასკი უკანახაზელი, 32 წლის ხავი მარტინესი “ბაიერნიდან” წავიდა. მას “ბილბაო” და “რეალ-სოსიედადი” ეპატიჟებიან. მისდამი “ფიორენტინაც” გამოხატავს დაინტერესებას და უგუნდოდ ნამდვილად არ დარჩება.

ხავი 2012 წელს, მაშინ მისი ამპლუის ფეხბურთელისათვის რეკორდულ, 45 მილიონ ევროდ იყიდეს მიუნხენელებმა და ერთ ხანს, როდესაც ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, “რეკორდმაისტერის” არაკეთილმოსურნენი ამაზე იცინოდნენ კიდეც. ასე იყო თუ ისე, მარტინესმა მასში გადახდილი ფული გაამართლა და მეტიც. მან თავისი წვლილი შეიტანა ამ პერიოდში “ბაიერნის” 8-ჯერ გაჩემპიონობაში, 5-ჯერ თასის და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო