11 X 11
სპორტული პორტალი

ზლატანი ღადაობს და სერიოზულიცაა

0 21

“ბოლონიასთან” მოგების (2:0) და დუბლის შემსრულებელმა “მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოკლე ინტერვიუ მისცა “სკაი სპორტს”.

კარგ ხასიათზე მყოფმა ზლატანმა თქვა რომ მშვენიერ ფორმაშია, “ბოლონიას” ორი გოლი გაუტანა და 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოს, კიდევ ორს გაიტანდა. არ მოსწონს როდესაც ბებერს ეძახიან, რადგან ბენჯამენ ბატონივით არის, მოხუცი დაიბადა და ახალგაზრდა მოკვდება. მოითხოვა ასაკს ყურადღებას ნუ მიაქცევენ და ისეთივე მოთხოვნები წაუყენონ, როგორიც 20 წლისას.

შემდეგ დასერიოზულდა და კმაყოფილებით აღნიშნა რომ სტარტზე ორი გამარჯვება მშვენიერი შედეგია და აღებული ტემპი არ უნდა დააგდონ, რის იმედს თანაგუნდელთა სათანადო მომზადების დონე აძლევს, ხოლო გუნდის მიზანი გასულ სეზონზე უკეთესი შედეგის მიღწევაა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო