ჩელსის შემტევი, ტიმო ვერნერი გამოტყდა, რომ ჩელსიში გადასვლის მართებულობაში არისტოკრატების ბაიერნთან მარცხმა დააეჭვა.
მოგეხსენებათ, ლიგის ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში, ბაიერნმა ლონდონელებს გადაუარა: 1:7
“მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ჩელსიში გადასვლასთან დაკავშირებით არ დავეჭვდი. სახლში ბაიერნთან ნაჩვენები შედეგი (0:3), ამბობდა – ჩელსიში არ წახვიდე.
ამაზე ასე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ლაიფციგი მიუნხენელებს ღირსეულად და თანაბრად ეთამაშებოდა,” – თქვა ტიმომ.
ვერნერს მხედველობაში, ალბათ, ბოლო 3 ფრე აქვს, თორემ ლაიფციგი ბაიერნს ისტორიაში 10-ჯერ დაუპირისპირდა, 6-ჯერ წააგო, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1-ხელ მოიგო.