11 X 11
სპორტული პორტალი

ნიდერლანდებს ფრანკ დე ბური გაწვრთნის

0 31

ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების ნაკრებს “ბარსელონაში” გადასული მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის ნაცვლად ფრანკ დე ბური უთავკაცებს. ამის შესახებ მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომავლის დასაწყისში გამოცხადდება ოფიციალურად.

მას ორწლიან კონტრაქტს დაუდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ნაკრებს გაისად გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს და თუ შესარჩევი ტურნირი გადალახა, 2022 წლის კატარის მუნდიალზეც. 50 წლის ფრანკ დე ბური, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, არც მწვრთნელობაშია გამოუცდელი. უმუშავია მშობლიურ “აიაქსში”, “ინტერში”, კრისტალ პალასსა” და “ატლანტა იუნაიტედში”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო