საუკეთესო მწვრთნელები უეფას ვერსიით – მხოლოდ გერმანია!
1 ოქტომბერს, უეფა ევროტურნირების საუკეთესო ფეხბურთელსა და მწვრთნელს დააჯილდოვებს. საინტერესოა, რომ სამივე ნომინანტი გერმანელია, მეოთხეზეც გერმანელი გავიდა
საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები: ჰანსი ფლიკი (ბაიერნი), იურგენ კლოპი (ლივერპული) და იულიან ნაგელსმანი (ლაიფციგი) – მეოთხე: ტუხელი (პსჟ)
საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში ბაიერნის ორი ფეხბურთელია, ამაზე უკვე დავწერეთ, თუმცა ნომინანტებს აქაც შეგახსენებთ: მანუელ ნოიერი, რობერტ ლევანდოვსკი და კევინ დე ბრუინი.