11 X 11
სპორტული პორტალი

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა გავიდეს დინამო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე!

0 1, 730

2004 წელი ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ქართული გუნდი ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ამას მონატრებულიც აღარ ჰქვია, დამოუკიდებლობის პერიოდში, ამ ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენი გუნდების მონაწილეობით დიდი საფეხბურთო ფორუმი ნანახი არ გვაქვს. ახლა, დინამოს რომ შანსი აქვს, ასეთი შესაძლოა მრავალი წელი აღარ მოგვეცეს.

4 მიზეზი, დინამო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რატომ უნდა გავიდეს.

1) მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონი ფარერების ჩემპიონ კლაკსვიკს დაუპირისპირდება. აქ ყველაფერი ნათქვამია!

შემდეგ ეტაპზე, დინამო შერიფსა და დანდალკს შორის გამარჯვებულს შეხვდება. შერიფს გასვლაზე როგორ უნდა ეთამაშო, ეს საბურთალომ უკვე გვაჩვენა. თანაც, მოლდოვური გუნდი შარშანდელზე ბევრად სუსტია, დინამო კი, საბურთალოელებს არ ეწყინოთ და საქართველოს 2018 წლის ჩემპიონზე (საბურთალო) უფრო ძლიერი გუნდია(შემადგენლობით). მართალია, მოლდოვის ჩემპიონატი, ჩვენი ეროვნული ლიგისა არ იყოს, მიმდინარეობს, თუმცა თუ ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის თამაშები გინახავთ(თუ არ გინახავთ, “სვარკას” უყუროთ ჯობს), დაგვეთანხმებით, რომ კლუბების უმრავლესობა ჩვენი ეროვნული ლიგა 2-ის დონეზეა და ეს ხელს ჩვენს ჩემპიონს აძლევს.

ტირასპოლელებმა ლუქსელბურგულ ფოლა ეშს მოუგეს, ყარაბაღთან წააგეს დანდალკთან ფავორიტები არიან.

2) თუ შენების პროცესში მყოფმა, ახალგაზრდულმა თბილისის ლოკომოტივმა კრაიოვასა და მოსკოვის დინამოს დამარცხება მოახერხა, რატომ ვერ უნდა მოიგოს დინამომ?

ცნობისთვის, ტრანსფერმარკეტი ლოკოს 4 მილიონ ევროდ აფასებს, კრაიოვას 24 (6-ჯერ ძვირი) მილიონად, მოსკოვის დინამოს 60 (15-ჯერ ძვირი) მილიონ ევროდ. თბილისის დინამოს კი 7 მილიონ ევროდ და სავარაუდო მეტოქეებს შორის ყველაზე ძლიერ შერიფს 10 მილიონად! როცა ლოკომოტივი ასეთ შედეგებს დებს, თითქმის თანაბარი ძალის შერიფის დამარცხება დინამომ რატომ ვერ უნდა მოახერხოს?!

3) პოსტ პანდემიური სპორტი მოულოდნელობებითაა სავსე. მაგალითებით ვისაუბროთ, ლიგის ნახევარფინალში არც ესპანური, არც ინგლისური და არც იტალიური გუნდები არ ყოფილან. ვინ გავიდნენ? ლაიფციგი და ლიონი…

არ დაგაკმაყოფილათ? კი ბატონო – ესპანეთში საკალათბურთო პირველობა ვინ მოიგო? ბასკონიამ. ფინალში ვის მოუგო? – ბარსელონას

კიდევ? NBA-ის აღმოსავლეთში, რეგულარულში პირველ ადგილზე გასულ მილოუკის, რომელსაც ყველა სუპერფინალს უწინასწარმეტყველებდა, მაიამისთან კონფერენციის ნახევარფინალში წააგო, თანაც – 1:4

კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის კლიპერსს დენვერმა 3:1-დან რა “ქამბექი” გაუკეთა?! ეს კიდევ ერთი მაგარი ისტორიაა.

დინამო ამდენი წელია ევროპის ლიგაზე არ გასულა და იქნებ ეს მოულოდნელობაც დაფიქსირდეს.

4) ბოლო ფაქტორი კი გუნდის მთავარი მწვრთნელია. რომელი გუნდიც არ უნდა შეგხვდეს, მათ მთავარ მწვრთნელებს შორის ჩისკო ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო. მართალია, დიდი ფეხბურთელები ყოველთვის დიდი მწვრთნელები ვერ ხდებიან, თუმცა ჩისკოს უიმედოდ ნამდვილად არ დაუწყია.

პირველივე სეზონში თბილისის დინამო ჩემპიონი გახადა, მის ხელში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ცუდად არ გამოსულა, ფეიენოორდთან გასვლაზე დიდი ანგარიშით კი დავმარცხდით, თუმცა თამაში მსავს შედეგზე არ წინასწარმეტყველებდა. თან, სახლში საკმაოდ გონივრულად ითამაშა და არ წააგო.

ჩისკოს ცვლილებები შეუძლია, შეუძლია გუნდი სხვადასხვა ტაქტიკით გამართულად ათამაშოს, პრაგმატულია, სიტუაციიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომ, თბილისის დინამო ევროპა ლიგაზე იმიტომაც უნდა გავიდეს, რომ პოტენციური მოტექეების დამრიგებლებიდან ესპანელი ყველაზე მაღალი დონისაა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო