11 X 11
სპორტული პორტალი

5 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო

0 7, 233

ეს სტატია ეხება იმ მსოფლიო ვარსკვლავებს, რომლებსაც უამრავი მცდელობის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის თასი არ აღუმართავთ, არც ლუდი დაულევიათ მისგან და თქვენ წარმოიდგინეთ, არც საოცნებო “ჭურჭელთან” ერთად ჩახუტებულს გადაუღიათ ფოტო.

მაიკლ ოუენი

14 Feb 1998: Michael Owen of Liverpool celebrates his goal during the FA Carling Premiership match against Sheffield Wednesday played at Hillsborough in Sheffield, England. The match finished in a 0-1 victory for the visitors Liverpool. Mandatory Credit: Phil Cole /Allsport[/caption]
2001 წელს ინგლისელმა ფორვარდმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ათასწლეულის პირველი “ოქროს ბურთიც” დაისაკუთრა. ეროვნულ ნაკრებშიც შესანიშნავად იბურთავა და ინგლისი 2002 წლის მსოფლიო თასზე გაიყვანა.
2004 წელს მაიკლი მადრიდის “რეალში” გადადის, შემდეგ წელს კი, “ლივერპული”, რომლის შემადგენლობაშიც “ბლაკონსში” გადასვლამდე თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგას იგებს.
კარიერის ბოლოს ოუენი საკუთარ გუნდში სერ ალექს ფერგიუსონმა მიიხმო, იმ წელს “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა იქ გვარდიოლას “ბარსელონასთან” წააგო.

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

შვედი მხეცი 19 წელია უნიკალურ და ზეშედეგიანი ფეხბურთელია. ამ ხნის განმავლობაში 5 სხვადასხვა ლიგაში მოასწრო თამაში და ჩემპიონობა 13-ჯერ მოიპოვა.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, პრინციპში დიდი არაფერის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მოგება სამჯერ შეეძლო, კლუბიდან წასვლის დრო სწორად რომ შეერჩია…
თუმცა, ზლატანის ბედი ასეთი ყოფილა: მაშინ, როცა შვედი კლუბს ტოვებდა, ეს გუნდი მსოფლიო საფეხბურთო მასშტაბით წარმატებებს აღწევდა.

რონალდო

 

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე “ბარსელონაში”, “ინტერნაციონალესა” და მადრიდის “რეალში” თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც ვერ შეძლო.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ 2006-07 წლების სეზონში საოცნებო თასი ბრაზილიელმა მაინც დაისაკუთრა, თუმცა საქმე იმაშია, რომ რონალდო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში “რეალის” ფეხბურთელად იყო რეგისტრირებული, “მილანში” კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა, რეესტრის ჩანაწერის შეცვლა კი შეუძლებელი გახლდათ.
იმ სეზონში მადრიდული გრანდი ლიგას 1/8-ფინალში გამოეთიშა.

პაველ ნედვედი

Genoa, ITALY: Juventus’ midfielder Pavel Nedved celebrates after scoring a goal against Sampdoria during their Serie A football match Sampdoria-Juventus at Marassi stadium in Genoa, 04 March 2006. AFP PHOTO / PACO SERINELLI (Photo credit should read PACO SERINELLI/AFP/Getty Images)

 

ლეგენდარული ჩეხი ნახევარმცველი, რომელმაც ჩვენ მიერ ნახსენები ტურნირი ვერცხერთხელ ვერ მოიგო. ეგ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი არასდროს უთამაშია.
თუმცა, ამის შანსი 2003 წელს ჰქონდა, როცა “იუვე” “მილანს” დაეჯახა, თუმცა პაველმა სეზონის მთავარი შეხვედრა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

ჯანლუიჯი ბუფონი

მოხუცი ჯიჯი უმაღლეს დონეზე ისევ თამაშობს, რათა ჩემპიონთა ლიგის თასი, ბოლოს და ბოლოს მაინც მოიპოვოს… არა და ბუფონი “იუვესთან” ერთად ლიგის ფინალში 3-ჯერ იყო… სამივეჯერ დამაცხდა…
დრო გადის, ჯიჯი კი ისევ თამაშობს, თვალები ისევ ცეცხლი უნთია, ისევ უდიდესი ენთუზიაზმი აქვს. რასაკვირველია, მას წარმატებები უნდა ვუსურვოთ, ჯანლუიჯი ამ ჯილდოს იმსახურებს!
ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი არ მოუგია ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: ლილიან ტიურამი, ლორან ბლანი, ფაბიო კანავარო, სერხიო აგუერო (თუმცა, შანსი ისევ აქვს), ლოთარ მათეუსი, მიხაილ ბალაკი, გაბრიელ ბატისტუტა, დიეგო მარადონა…
ნათარგმნია Sports Life-დან
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო