11 X 11
სპორტული პორტალი

ჩიქოვანი და ცხოვრებაძე: ნაბიჯი ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე

0
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ შინ ფრედ, 27-27 ითამაშა პორტუგალიის სპორტინგთან ხოლო გიორგი ცხოვრებაძის მონპელიე დანიაში დამარცხდა სკიერნთან 30-31. საპასუხო მატჩები 29 სექტემბერსაა.კონსტანცამ საკუთარი არენის უპირატესობა ვერ გამოიყენა, რადგანაც თამაში უმაყურებლოდ გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანმა თამაში ძირითად შვიდეულში დაიწყო და 1 გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში მასპინძლები 20-17 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. კონსტანცამ ამ სეზონში უკვე გაიარა ერთი ეტაპი ევროპის ლიგაზე – პირველ ეტაპზე რუსეთის სტავროპოლი დაამარცხა.დანიაში სკიერნ-მონპელიეს მატჩზე 400 ქომაგი დაუშვეს. მასპინძლებმა 14-11 მოიგეს ტაიმი, შესვენების შემდეგ მონპელიემ გაათანაბრა (14-14), მაგრამ ისევ ჩამორჩა, თუმცა, საპასუხო მატჩის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. ითამაშა გიორგი ცხოვრებაძემ, თუმცა, გოლი არ გაუტანია. საპასუხო მატჩამდე, მონპელიე საფრანგეთის ლიდლ-სტარლიგის სეზონსაც გახსნის: – 26 სექტემბერს შარტრს უმასპინძლებს.მეორე ეტაპის 12 წყვილის გამარჯვებული გავა ჯგუფურ ეტაპზე, სადაც შეუერთდება იქ წინასწარ განთესილ 12 კლუბს.ხელბურთი. EHF ევროპის ლიგა 2020-21, კაცებიმეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. პირველი მატჩები. 22 სექტემბერისკიერნი (დანია) – მონპელიე (საფრანგეთი) 31-30მნპ: შეგო (2 სეივი), ბონფუა (1) – რიშარსონი 6, პორტი 6, სიმონეტი 6, დუარტე 3, პელა 3, ბორჟესი 3, დესკა 2, ტრუხანოვიჩუსი 1, ა. ლენი, ბოსი, ცხოვრებაძე, ი. ლენი, ბატეკონსტანცა (რუმინეთი) – სპორტინგი (პორტუგალია) 27-27კონ: იანკუ, ვასილე – ნისტორი 10, კომოგოროვი 5, ბურიჩეა 3, ნიკოლიჩი 3, სანდრუ 1, ჩიქოვანი 1, სიმოვიჩი 1, ონური 1, შუშანუ 1, რადოევიჩი 1, კიუფა, ბლაჟევიჩი, ილიე, ანდრეიაზოტი-პულავი (პოლონეთი) – კრისტიანსტადი (შვედეთი) 24-25 ბენიდორმი (ესპანეთი) – ფივერი (ავსტრია) 34-31 ჰოლსტებრო (დანია) – რაინ ნეკარი (გერმანია) 22-28 ბიერინგბო-სილკებორგი (დანია) – ცსკა (რუსეთი) 26-23 პოტაისა ტურდა (რუმინეთი) – ტულუზი (საფრანგეთი) 35-35 ბიდასოა ირუნი (ესპანეთი) – ნექსე (ხორვატია) 30-27 მეტალურგი (მაკედონია) – კრინს-ლუცერნი (შვეიცარია) 26-24 GOG (დანია) – ვინტერტური (შვეიცარია) 33-24 დიოშდიოში (უნგრეთი) – ფუხსე ბერლინი (გერმანია) 23-25 ტრებნიე (სლოვენია) – ბალატონფურედი (უნგრეთი) გადაიდოსაპასუხო მატჩები 29 სექტემბერს,პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან: ლეონი (ესპანეთი), ნიმი (საფრანგეთი), მაგდებურგი (გერმანია), ტატაბანია (უნგრეთი), ეუროფარმ პელისტერი (მაკედონია), ვისლა პლოცკი (პოლონეთი), დინამო ბუკურეშტი (რუმინეთი), ჩეხოვსკიე მედვედი (რუსეთი), შაფჰაუზენი (შვეიცარია), ტატრან-პრეშოვი (სლოვაკეთი), ალინგსასი (შვედეთი), ბეშიქთაში (თურქეთი) 
geohandball.ge
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო