11 X 11
სპორტული პორტალი

ჩისკო: კლაკსვიკთან რთული თამაში იქნება, მაგრამ მე ჩემი ბიჭების მჯერა

0
თბილისის “დინამო” უკვე ფარერებზეა, ხვალ ივარჯიშებს, ზეგ კი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ადგილობრივ “კლაკსვიკს” დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ “დინამოს” მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა კლუბის საიტთან ისაუბრა:

 

“გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე რა თქმა უნდა, არ არსებობს, ჩვენ საკმაოდ რთული შეხვედრა გველის. კარგ გუნდს ვხვდებით. ვნახეთ და შევაფასეთ მოწინააღმდეგის თამაში. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, განსაკუთრებით შეტევის ხაზში.

 

ჩემს ფეხბურთელებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ მატჩი ხელოვნურ მოედანზე სპეციფიკური ბურთით ჩატარდება. ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის და გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

 

ჩვენს წინა და მომავალ მეტოქეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უელსური გუნდი ფიზიკურად გაცილებით ძლიერი იყო, ტაქტიკაც განსხვავებული ჰქონდა, ფარერული გუნდი კი მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე აკეთებს აქცენტს, უფრო ტექნიკურია, გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენი მეტოქე 100%-ით დაიხარჯება, ჩვენც ასევე სრულად დავიხარჯებით. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში სასურველ შედეგს მივაღწევთ. პლეი-ოფში გასვლის დიდი სურვილი გვაქვს.

 

ბოლო წლებში ფარერებზე საფეხბურთო დონემ ძალიან მოიმატა. ეს ეხება როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო ფეხბურთს. თანაც, ამ ეტაპზე გამარჯვებული 1 მატჩში გამოვლინდება, რაც განსაკუთრებულ მობილიზაციას მოითხოვს”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო