11 X 11
სპორტული პორტალი

გაყიდე ერერა, იყიდე ტორეირა

0

მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცს დიეგო სიმეონეს ძალიან უნდა თავის გუნდში 24 წლის ურუგვაელ-ესპანელი, ჩია ტანის, ვერცხლისწყალივით მოძრავი ნახევარმცველი ლუკას ტორეირა დაიმატოს. მასთან როხიბლანკომ პირადი კონტრაქტი შეათანხმა კიდეც, მაგრამ “არსენალი” 35 მილიონ ევროზე ნაკლებად და კიდევ უბონუსებოდ არ თმობს.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი ტორეირას ამპლუის ექტორ ერერას გაყიდვაა, მაგრამ მექსიკელს ჯერ მსურველი არ გამოჩენია, თუმცა დასაწუნი ნამდვილად არაფერი სჭირს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო