11 X 11
სპორტული პორტალი

გიოტცე ვის დაკარგვია

0

გერმანულმა მედიამ აიტაცა მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკის შეხვედრა ახლა “დორტმუნდში” მოთამაშე მარიო გიოტცესთან და აღარ წყდება ინსინუაციები იმის თაობაზე, თითქოს ერთ დროს სუპერმარიოდ წოდებული გიოტცე ისევ “რეკორდმაისტერში” დაბრუნდება.

ამიტომ ფლიკი იძულებული გახდა განმარტება გაეკეთებინა. მან აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს გიოტცეს, ჯერ კიდევ გერმანიის ნაკრებში მუშაობისას ჩამოუყალიბდა მასთან პროფესიული და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ის, თითქოს მიიწვია, მეტისმეტად უსაფუძვლო ჭორია, რადგან ამჟამად “ბაიერნში” მის ადგილს ვერ ხედავს.

აი, ასე დელიკატურად თქვა ის, რაც სათაურშია გატანილი.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო