11 X 11
სპორტული პორტალი

გრანადას ვეტერანი ლოკომოტივთან ისტორიული მატჩის მოლოდინშია

0

24 სექტემბერს თბილისის “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გასვლაზე “გრანადას” შეხვდება. მომავალი დაპირისპირების შესახებ კლუბის საიტთან ესპანური გუნდის 32 წლის ნახევარმცველმა ანხელ მონტორომ ისაუბრა:

“ძალიან კარგი, ისტორიული დღე იქნება, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. სამწუხაროდ, თამაშს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

ევროტურნირებზე ასპარეზობა ჩემთვის ოცნებაზე მეტია. როდესაც ამ გუნდში გადმოვედი, ქვედა დივიზიონში ვიყავით და ევროტურნირებზე გასვლას ვერ წარმოვიდგენდით.

ჩვენი მეტოქე სახიფათოა. ძალიან კარგად შეწყობილი გუნდია, სწრაფი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.

თავს კომფორტულად ვგრძნობ და იმედია, ეს დიდხანს გაგრძელდება. რაც მეტია კონკურენცია, მით უკეთესი ყველასათვის”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო