11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდუს კიმიხმაც კი აჯობა – 10-ეულში ვერც მესი მოხვდა

0

უეფამ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზისათვის იბრძოლებენ და მათ შორის კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არ არიან.

ამ  ჯილდოსათვის “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი და მისი თანაგუნდელი, მეკარე მანუელ ნოიერი გამართავენ ბრძოლას.

ამასთანავე, დამატებით გამოქვეყნდა კიდევ 7 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც საუკეთესო 10-ეულში მოხვდა:

4-5. ლიონელ მესი(“ბარსელონა”) – 53 ხმა

4-5.  ნეიმარი (პსჟ) – 53

6. ტომას მიულერი (“ბაიერნი”) – 41

7. კილიან მბაპე (პსჟ) – 39

8. ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”/”ლივერპული”)

9. იეზუა კიმიხი (“ბაიერნი”) – 26

10. კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”) – 25

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო