11 X 11
სპორტული პორტალი

შეახვევს მანე კულიბალის?

0 14

“ნაპოლი” მზადაა სენეგალელი მცველი კალიდუ კულიბალი გაყიდოს, არც მსურველი აკლია ამ ბუღასავით მცველს, მაგრამ პსჟ-ს და “მანჩესტერ სიტის” უჭირთ 75-80 მილიონი ევროს გადახდა, რადგან ამ შემთხვევაში სატრანსფერო შეზღუდვების დარღვევა უწევთ. არადა, კულიბალიმ უკვე შეათანხმა “სიტისთან” ხელსაყრელი პირადი კონტრაქტი. გამოსავალი ამგვარი სიტუაციიდან ერთწლიანი არენდა და შემდგომი გამოსყიდვაა, მაგრამ კამპანიური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მაგის ჩიტი არ არის თუნდაც რამდენიმე მილიონი დათმოს.

ასე ჰაერში გამოკიდებულ თანამემამულეს სადიო მანე შეხმიანებია და ურჩევია, რა გინდა “სიტიში”, ჩვენთან, “ლივერპულში” გადმოდი, შეიძლება წელიწადში მანკუნიანელებისავით 10 მილიონი ევრო არ გადაგიხადონ, მაგრამ შენს ტრანსფერს უპრობლემოდ მოაკვარახჭინებენო. კულიბალი დაფიქრებულა და მანეც ყოველდრე ურეკავს თურმე, აბა, რა გადწყვიტეო?

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო