სულშერი მანჩესტერის ისტორიაში მესამეა
გუშინ, 22 სექტემბერს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის ლიგის თასზე “ლუტონს” 3:0 მოუგო და ამ გამარჯვებამ ულე გუნარ სულშერი ეშმაკების ისტორიაში მესამე მწვრთნელად აქცია.
საქმე ეხება პირველ 50 მოგებას ყველა ტურნირზე, რომლის მოსაპოვებლად ნორვეგიელ დამრიგებელს 92 შეხვედრა დასჭირდა.
მასზე უფრო ადრე 50-ჯერ მხოლოდ ერნესტ მენჰოლმა და ჟოზე მოურინიომ მოიგეს. პირველი წითლებს 1903-1912 წლებში წვრთნიდა და 50 თამაშის ტრიუმფით დასასრულებლად 78 შეხვედრა დასჭირდა, ჟოზეს კი 81.