11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესს ერთი გამოსავალი დაუტოვეს – ატლეტიკო

0 38

ესპანურმა მედიამ ნაშუაღამევს ლუის სუარესის შესახებ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში გადავა 7.5 მილიონ ევროდ. ამ თანხიდან 2 მილიონს ახლავე ჩაურიცხავენ “ბარსელონას”, დანარჩენი სეზონის დასრულებამდე ნაწილ-ნაწილ დაიფარება.

თავად ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს დაუდებენ, წელიწადში 7.5 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ასე რომ, კლუბები შეთანხმდნენ და ახლა სიტყვა სუარესზეა, რომელსაც გამოსავალი ფაქტობრივად აღარ აქვს. უარის შემთხვევაში “ბარსელონაში” დარჩენა და ერთი სეზონი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ემუქრება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო