11 X 11
სპორტული პორტალი

ტერ შტეგენი ვერაა კარგად

0 6

“ბარსელონას” გერმანელმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 5 კვირის წინ მარჯვენა მუხლზე საკმაოდ რთული ოპერაცია გაიკეთა ტენდინოპათიის გამო, რომელიც საკმაოდ ვერაგი დაავადება. ამ დროს მუხლის მყესების დაჭიმულობას თან ერთვის ანთება. ადამიანს ხან აწუხებს ტკივილი და ხანაც არა და დატვირთვების შემთხვევაში შეიძლება ძლიერი დაზიანება განუვითარდეს, საკმაოდ მძიმე გამოსავალით. ასეთ შემთხვევებში ქირურგიულ ჩარევას პროფილაქტიკური მიზანი აქვს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ვერაა სასურველი.

ტერ შტეგენის ოპერაციამ კარგად კი ჩაიარა, მაგრამ გარკვეული დატვირთვების შემდეგ მას მუხლი უსივდება და ერთი-ორი დღე დასვენება უწევს. ამდენად, მისი მოედანზე გამოსვლა, რაც ოქტომბრის ბოლო რიცხვებში იყო ნავარაუდევი, შეუძლებელი გახდა და ექიმებმა ეს ვადა ნოემბრის შუისკენ გადაუწიეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო