თორნიკე შენგელიამ ასტანასთან მატჩში ტრავმა მიიღო
ერთიანი VTB ლიგის პირველ ტურში ცსკა-მ ყაზახეთში ადვილად დაამარცხა “ასტანა” 93:60.
მატჩის მე-4 წუთზე ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, ნატკენი მუხლი გაუყინეს, დასაბრუნებლად ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა აღარ თამაშა. როგორც იტყობინებიან, ტრავმა სერიოზული არაა.
შენგელიამ დროის მცირე მონაკვეთში 2 ქულა ჩააგდო და ორჯერ მოხსნა ბურთი.
1-ელ ოქტომბერს მოსკოვური გუნდი ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად “ბარსელონას” შეხვდება.