უეფამ ხუთი ცვლილება ძალაში დატოვა და ერთა ლიგა გადაიდება
უეფას აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი ტურნირების განახლების შემდეგ შემოღებული წესი, რომელიც გუნდებს სამის ნაცვლად 5 ცვლილების ნებას რთავდა, ამ სეზონშიც ძალაში დარჩეს. ამასთან, დამატებით დროში მეექვსე ცვლილების გაკეთებაც ნებადართულია. ამ წესის მიღება-არმიღება ეროვნულ ფედერაციათა ნება-სურვილზეა დამოკიდებული.განხილულ იქნა ევრო-2020-ის ჩატარების პრობლემატიკა და ერთა ლიგის საკითხი. ამ უკანასკნელი ტურნირის ფინალური ნაწილი შეიძლება 2021 წლის შემოდგომისთვის გადაიტანონ.